მედვედევი შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ნაოტო კანომს. ამის შესახებ იტყობინება ,,РИА Новости". შეხვედრა შედგა იაპონიის ქალაქ იოკოგამაში, სადაც 13-14 ნოემბერს ტარდება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის სამიტი. შეხვედრის დასაწყისში მედვედევმა განაცხადა: ,,ვიმედოვნებთ, რომ ამ მოლაპარაკებისას ჩვენ შევქმნით მომავალში ქვეყნებს შორის ნდობითი ურთიერთობების გაგრძელების საფუძველს". კანმა უპასუხა: ,,ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება თქვენთან ფართომასშტაბიანი ურთერთნდობითი მოალაპარაკების დაწყების საფუძველი". რუსეთსა და იაპონიას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2010 წლის 1 ნოემბერს მედვედევი ესტუმრა სამხრეთ კურილიის კუნძულებს. ეს კუნძულები წარმოადგენს რუსეთ-იაპონიას შორის კამათის საგანს. რუსეთის პრეზიდენტის კურილიის კუნძულებზე სტუმრობის პასუხად იაპონიამ გაიწვია ელჩი მოსკოვიდან. (თუმცა შემდეგში დიპლომატი დააბრუნეს რუსეთის დედაქალაქში). რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 2 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით მედვედევი გეგმავს უახლოეს მომავალში კვალავ ესტუმროს კურილიის კუნძულებს. მინისტრის თქმით: ,,პრეზიდენტის სტუმრობის გამო იაპონიის გაღიზიანება ჩვენში გაუგებრობას იწვევს". წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_303.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 10:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.