საქართველოში ახალი მთიანი კურორტი დეკემბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიმდინარე სეზონში მესტია პირველად მიიღებს ტურისტებს ზამთრის კურორტის ოფიციალური სტატუსით. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტრადიციულ სამთო-სათხილამური კურორტებს - ბაკურიანსა და გუდაურს მესტიაც დაემატება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას თქმით, მესტიის აეროპორტი ექსპლუატაციაში დეკემბრის პირველ რიცხვებში შევა. აეროპორტში ძირითადად ტურისტული, შიდა რეისები განხორციელდება, ვინაიდან რელიეფიდან გამომდინარე, დიდი თვითმფრინავების მიღებს მანდ ვერ მოხდება. მოცემულ მომენტში საქართველოს ბაზარზე მოქმედ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მესტიის საკრებულოს წევრის გოჩა გვარლიანის განცხადებით, მესტიაში პირველი ზამთრის ტურისტული სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. სწორედ ამ დროისათვის დასრულდება სათხილამურო ტრასისა და საბაგირო გზის მშენებლობა, რომლებიც მესტიიდან 6 კილომეტრშია განლაგებული. მისი სიტყვებით, დღესდღეობით მესტიაში რამდენიმე სასტუმრო და პანსიონატი მოქმედებს, რომლებიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. დაყენებულია სატელიტური ანტენა, რომელიც რაიონში ინტერნეტ-მომსახურებას უზრუნველყოფს. სასტუმრო „თეთნულდი“ ტურისტებს პირველად მიიღებს. მენეჯმენტის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ახალ წელს სავარაუდოდ ამ სასტუმროდან მიულოცავს. „თეთნულდი“ მესტიაში ყველაზე დიდი და კომფორტაბელური სასტუმროა, რომელიც 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოთხოვნებს პასუხობს. მომსახურების ფასები 105 ლარიდან იწყება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_302.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2010, 10:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.