2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ისევ მთავრობას გადაეგზავნება | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ისევ მთავრობას გადაეგზავნება. აღმასრულებელი ხელისუფლება პროექტს 15 ნოემბერს, დეპუტატების შენიშვნებთან ერთად მიიღებს. მთავრობა პროექტს პარლამენტის წევრების რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად ჩაასწორებს და მას ისევ საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ცოტა ხნის წინ შევიდა. მიმდინარე კვირას მისი საკომიტეტო მოსმენები გაიმართა, გუშინ კი მას კენჭი პლენარულ სხდომაზეც უყარეს. სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს 7 მილიარდ 088 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ხელისუფლების მტკიცებით, წლევანდელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტია, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" მთავრობას მათემატიკის ცოდნას უწუნებენ და არგუმენტად თავად პროექტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს დაგეგმილი შემოსავლები წლევანდელზე ნაკლებია. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა 2011-ში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტს მესამე მოსმენით დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_300.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 09:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.