დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება. გარდა ამისა, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"-ს ორგანიზებით თბილისის მასშტაბით მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი იღებს მონაწილეობას. მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იმართება. წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს 12:30 საათზე დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგაც მომლოცველები მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_299.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 09:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.