მოსკოვში მორიგი აქცია დაარბიეს | მსოფლიოს ამბები | ||
მოსკოვის ცენტრში, დედაქალაქის მერიასთან სამართალდამცველებმა მორიგი აქცია დაარბიეს არასანქცირებულ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობისთვის მილიციამ აქციის 20-მდე მონაწილე, მათ შორის მემარცხენე ფრონტის კოორდინატორი სერგეი უდალცოვი დააკავა, რომელმაც ღამე იზოლატორში გაატარა. არასანქცირებულ მიტინგზე სულ 70-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მერისთან "კომერსანტის" ჟურნალისტ ოლეგ კაშინის ფოტოები მიიტანეს, რომელიც 6 ნოემბერს საკუთარ სახლთან სასტიკად სცემეს, ძალადობა გააპროტესტეს და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს. ისმოდა შეძახილი "რუსეთი პუტინის გარეშე". შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აქტივისტები ყოველი თვის 12 რიცხვში მოსკოვის მერიასთან "რისხვის დღეს" მართავენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_298.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 09:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.