თალიბები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ჯელალაბადეს აეროპორტი | მსოფლიოს ამბები | ||
თალიბებმა შეუტიეს ჯელალაბადეს აეროპორტსა და მასთან მიმდებარე სამხედრო ბაზას., იტყობინება Agence France-Presse. თავდამსხმელების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვაა. თავდასხმის დაწყებიდან მალევე ,,თალიბანის" მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა 14 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ, რომელთა უმრავლესობამაც თავი აიფეთქა აეროპორტის შენობაში. მოგვიანებით ავღანეთის ხელისუფლებამ გააკეთა კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სულ იყო 6 თავდამსხმელი - ორმა მოასწრო თავის აფეთქება, ხოლო დანარჩენები მოკლული იქნა აეროპორტის დაცვის მიერ. ამასთან აეროპორტის დაცვის ორი თანამშრომელი დაიჭრა. ნატოს წარმომადგენლობის ცნობით, თავდამსხმელი იყო 8 და მხოლოდ ერთ მათგანს აღმოაჩნდა წელზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამასთან აღნიშნავენ, რომ ნატოსა და ავღანეთის არმიის მხრიდან არავინ დაშავებულა. ჯელალაბადეში მდებარეობს ავღანეთში არსებული ერთ-ერთი დიდი სამხედრო ბაზა, სადაც მსახურობს 2,5 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ეს ბაზა ხშირად ყოფილა თალიბების თავდასხმის ობიექტი. მაგალითად 2010 წლის 18 ნოემბერს ავღანეთის საპარლამენტო არჩევნებისას ბაზა დაბომბილი იქნა რაკეტებით. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_297.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 09:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.