აშშ და ყაზახეთმა სამხედრო ტრანზიტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამერიკული სამხედრო ტვირთების ყაზახეთის გავლით ტრანზიტის თაობაზე, იტყობინება ამ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ,,აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური საქმის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა ენდრიუ შაპირომ და აშშ-ში ყაზახეთის ელჩმა ელჩმა ერლან ინდრისოვმა 2010 წლის 12 ნოემბერს ხელის მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყაზახეთის საჰაერო სივრცით და გააგზავნოს ავღანეთის მისიისათვის საჭირო სამხედროს ძალა, მოწყობილობები", ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელიც აშშ-ს პრესამსახურმა გადასცა ,,РИА Новости". ,,ეს მოლაპარაკება დაემატება აშშ-ყაზახეთის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც აშშ-მ 2001 წელს დაიწყო ყაზახეთის გავლით ტრანზიტული რეისების განხორციელება ავღანეთის მიმართულებით. ეს აშშ-სა და ,,ISAF" ჯარს საშუალებას მისცემს შეამციროს დრო, რომელიც იხარჯება კოალიციური ჯარის, მთავრობისა და ავღანეთის ერისათვის საჭირო ცოცხალი ძალის, მოწყობილობების და ტვირთების გადაგზავნაზე", - ითქვა დოკუმენტში. განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამით ყაზახეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ექსტრემისთა წინააღმდეგ ბრძოლასა და ავღანეთში კეთილდღეობის აღდგენაში. ეს შეთანხმება, არის შედეგი, 11 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შორის - ბარაკ ობამასა და ნურსულ ნაზარბაევის - შემდგარი შეხვედრისა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_296.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ნოემ. 2010, 09:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.