ხვალ ''გურჯაანობა-2010'' გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
ხვალ, 13 ნოემბერს, "გურჯაანობა-2010" გაიმართება. ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს. ზეიმი 10 ნოემბერს უნდა გამართულიყო. თარიღის შეცვლის მიზეზი გურჯაანის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოა. "გურჯაანობას" ქალაქი გურჯაანი 80 წლის იუბილესაც იზეიმებს. დღესასწაული 13 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება. "პაპას ბაღში" ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. იქვე მოეწყობა გურჯაანის ღირსშესანიშნაობების ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გურჯაანი გუშინ და დღეს". ქალაქის ცენტრში განთავსდება სცენა, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც იმღერებენ. მოეწყობა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სადაც გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ფაცხები, სადაც მოწვეულ სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_294.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 17:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.