აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება ლუკაშენკომ უნდა მიიღოს | მსოფლიოს ამბები | ||
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების მიღება ბელორუსის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. ეს განცხადება ბელორუსის ეროვნული საკრებულოს წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა გააკეთა. "გადაწყვეტილებას ამის შესახებ პრეზიდენტი მიიღებს. საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულების შემდეგ დეპუტატებმა ანგარიში შეადგინეს და პრეზიდენტს წარუდგინეს. ახლა უკვე გადაწყვეტილების მიღება მასზეა", _ განაცხადა მასკევიჩმა. მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ აღიარებს თუ არა ბელორუსი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, პრეზიდენტ ლუკაშენკოზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ადრე საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ბელორუსის პარლამენტს უნდა მიეღო, მაგრამ მას ეს საკითხი განსახილველი თემების დღის წესრიგში დღემდე არ ჩაურთავს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_288.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 16:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.