G20-ის ლიდერებმა ეროვნული ვალუტების დევალვაციაზე ოფიციალური უარი თქვეს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებმა სეულში ჩატარებულ სამიტზე ხელი მოაწერეს შედეგობრივ დეკლარაციას, რითაც ერთმანეთს დაპირდნენ, რომ საკუთარი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით არ მოახდენენ ეროვნული ვალუტების დევალვაციას. დოკუმენტში ნახსენები არ იყო ცალკეული ვალუტები, ვინაიდან ეს ჩინეთის ხელმძღვანელობის მოთხოვნა გახლდათ. როგორც „РБК“ იტყობინება, სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრების განმტკიცების გაგრძელებაზე სავალუტო კურსების მოქნილობის ამაღლების გზით. „განვითარებული ეკონომიკები, მათ შორის სარეზერვო ვალუტის მქონე ქვეყნები, ყურადღებით მიადევნებენ თვალს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდეს სავალუტო კურსების მკვეთრ მერყეობებსა და უწესრიგო ცვლილებებს“, - ასეთი სიტყვები დეკლარაციაშია ნახსენები. სავალუტო ომებთან ერთად მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან პრობლემად სამიტის მონაწილეებმა უმუშევრობის დონის ზრდა აღიარეს. დაგეგმილია, რომ G20-ის ქვეყნები იმუშავებენ რეფორმების პროგრამებზე, „რომლებიც აქტივირებენ და ინარჩუნებენ გლობალურ მოთხოვნას, ასტიმულირებენ სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდის პოტენციალს ამაღლებენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_286.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 14:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.