''ქობულეთის ტურისტულ ზონაში'' სასტუმროების მშენებლობას საფუძველი ხვალ ჩაეყრება | საქართველოს ამბები | ||
ხვალ, 13 ნოემბერს "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" ე.წ. "ფიჭვნარის ტერიტორიაზე" 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. სამთავრობო კომოსიამ 8 ინვესტორი უკვე გამოავლინა, რომლებმაც თვის ბოლომდე 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა დაიწყონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ კომპანიებისა და მეწარმეების ნუსხას უკვე გამოაქვეყნა, რომლებმაც "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენონ. უკვე ცნობილია, რომ ქობულეთში, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტმროებს ააშენებენ: თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს ,,პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "Eშჩო-ჩონცერნ" ჩჟშჩ" (სომხეთი, ერევანი). იმავდროულად ცნობილი ხდება, რომ "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა ისევ ეძლევათ, რადგანაც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტლებით განაცხადების შეტანის ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, რომ ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე.წ "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა. პროექტის თანახმად, ე.წ "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს. ასევე, განსაზღვრულია, სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი). პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_284.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 13:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.