ნატო გააგრძელებს ,,ღია კარის'' პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოს მიმართ | მსოფლიოს ამბები | ||
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ემზადება ლისაბონის სამიტისათვის. პორტუგალიის დედაქალაქში შეიკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერები და მიიღებენ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას. ,,მეტი დრაკონი, ცოტა გველი" - ასეთი სათაურით აქვეყნებს გამომცემლობა ,,The Economist" სტატიას ნატოს მომავალი კონცეფციის შესახებ. გამომცემლობის ცნობით დღის განრიგში დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი - გრძელვადიანი ავღანეთის ომის პერსპერქტივა, ირანის ბირთვული ამბიციები, გადატვირთვა ორაზროვან ურთიერთობებისა ნატოსა და მის ძველ მტერს - რუსეთს შორის, საქართველოსთან ომის შემდეგ გაჩენილი ყინული. ,,სიყვარულით რუსეთი" - ასეთი სახელწოდება აქვს ერთ-ერთ სტატიას, რომელშიც განიხილება ნატო-რუსეთის ურთიერთობები და საქართველოს პერსპექტივა. გამომცემლობის ინფორმაციით ნატო გააგრძელებს ,,ღია კარის" პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინის მიმართ. მიუხედავად ამისა საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება რომ დააკმაყოფილოს ნატოს მოთხოვნები, ხოლო უკრაინას დღემდე ვერ გადაუწყვეტია უნდა თუ არა ალიანსში გაწევრიანება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_283.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 13:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.