პარალიზებულია მოძრაობა მაგისტრალზე რუსეთის საზღვართან | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ამის შესახებ გვაცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა. "ყაზბეგი-ლარსის მონაკვეთზე, წვიმის გამო ჩამოიშალა კლდის მასივი . ლოდი იწონის დაახლოებით 50 ტონას, ამიტომ აუცილებელია სპეციალური აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება", - უთხრა მან ჟურნალისტებს. მისი თქმით, დაზარალებულები არ არის. ჯერ ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე იმყოფება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მაგისტრალის გაწმენდას დაიწყებენ დილით. ელოდებიან, რომ დღის ბოლომდე გზა გახსნილი იქნება . რეგიონალური ხელისუფლების მონაცემებით, რომლებიც გამოვიდნენ ტელევიზიით, ასევე თვითმხილველებისგან მოსული ინფორმაციით , განუწყვეტელი წვიმების გამო დასავლეთ საქართველოშიც ზოგიერთი მდინარეების წყლის დონემ აიწია , რის შედეგადაც დაზიანებულია ათობით სახლი. დაიტბორა სახლების პირველი სართულები, განადგურებული აღმოჩნდა ზამთრის მარაგი, დაიღუპა შინაური ფრინველი. დაზარალდა ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონების სოფლები . წყარო - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_28.html
| |||
განათავსა - admin | 01 ნოემ. 2010, 11:35 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.