ქუთაისში საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა და ინვესტორთა ბიზნეს-ფორუმი გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
22 ნოემბერს, ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისში საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა და ინვესტორთა ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს ქალაქ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობას, ქალაქში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენას და მათი გამოყენების შესაძლო პერსპექტივების განხილვას. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2012 წელს ქუთაისი მიიღებს საპარლამენტო ქალაქის ფუნქციას რითაც კიდევ უფრო გამყარდება ქუთაისის როგორც მეორე ქალაქის სტატუსი. გარდა ამისა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა რომელიც შეიქმნა 2009 წელს და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების ქუთაისში გადატანა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქალაქის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით აქტუალური ხდება ინვესტორებისთვის ქუთაისის ახალი საინვესტიციო გარემოს პოტენციალისა და შესაძლებლობების გაცნობის საკითხი. მით უმეტეს ქალაქი ხასიათდება პრიორიტეტული მხარეებით: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დაბალი საბაზრო ფასები მიწასა და აქტივებზე, სტაბილური კრიმინოგენული ვითარება, ხელსაყრელი გეოეკონომიკური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება, კვალიფიციური და იაფი მუშა ხელი, სამრეწველო წარმოების დიდი გამოცდილება, ტურიზმის განვითარების ფართო პერსპექტივები და სხვა."- განმარტავე ქუთაისის მერიაში. ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხარდაჭერით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_279.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 12:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.