სანოტარო პალატა მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციებს ონლაინ-რეჟიმშიც გაუწევს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სანოტარო პალატაში ახალი სერვისი დაინერგა: მოქალაქეები სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას ონლაინ-რეჟიმშიც შეძლებენ. „პალატის იურიდიულ სამსახურს სამართლებრივი კონსულტაციებისათვის თვეში 150 მოქალაქე მიმართავს, ხოლო სატელეფონო კონსულტაციას 1000-მდე ადამიანი იღებს. ონლაინ-მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მოქალაქეებს (განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფებს) კონსულტაციის მიღებას“, - განაცხადა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოშტარიამ. პალატის სტრატეგიულ მიზანს მოქალაქეებზე ორიენტაცია წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში დანერგილი სიახლეების წყალობით მომსახურება ბევრად უფრო ეფექტური, მარტივი და ხარისხიანი გახდა. სანოტარო მოქმედებების განხორციელება უკვე ონლაინ-რეჟიმშიცაა შესაძლებელი: განცხადების, შეთანხმებისა და მინდობილობის დადასტურებას ინტერნეტის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლებენ, ხოლო ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით გარიგებათა დადასტურებას - საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_278.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 12:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.