სერგეი ლავროვი: რუსეთისათვის საფრთხეს არა ნატო, არამედ მისი გაფართოების გეგმები | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთისათვის საფრთხეს არა თავად ნატო, არამედ მისი აღმოსავლეთისაკენ გაფართოების გეგმები წარმოადგენს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. "ნატო ჩვენთვის საფრთხე არ არის. საფრთხეა ის ცდუნებები, რომლებიც ნატოს შიგნით იკვეთება. ეს საერთაშორისო სამართლის მიუხედავად, ჩვენს საზღვრებთან თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურის მიწევა ან მიახლოებაა, რაც თავის მხრივ ჩვენის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იწვევს. ყოველივე ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებებს, რომლებიც სამხედრო აქტიურობის შემცირების აუცილებლობის გამო იყო მიღწეული და ასევე ნატოს ახალი წევრების ტერიტორიებზე არსებითი სამხედრო ძალების განლაგებისგან თავის შეკავებასაც ეხება", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ასეთი ვალდებულებები არ სრულდება, რუსული მხარე ამის შესახებ, ყოველთვის გულწრფელად ამბობს. "მიმაჩნია, რომ ეს გაცილებით უკეთესია იმაზე, რომ ზურგსუკან ნატოს უწოდებდე საფრთხეს და მდუმარედ ადევნებდე თვალს ყველაფერს. ჩვენ ძალიან პატიოსანი პოზიცია გვაქვს ნატო კი მას მშვიდად და პატივისცემით უყურებს", _ აცხადებს ლავროვი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_274.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 11:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.