საქართველოში ე.წ. ''ბუზი ფუტკრის'' იმპორტი ნებადართული ხდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ე.წ. "ბუზი ფუტკრის" ("ბომბუსი" ფუტკრისებრთა ოჯახიდან) იმპორტი ნებადართული ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ქვეყანაში ე.წ. "ბუზი ფუტკრის" შემოყვანა ნებადართული იქნება, თუკი მის იმპორტზე "სურსათის უვნებლობის საგენტოს" ნებართვა იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგლის ალეკო ცინცაძის განმარტებით, აღნიშნული ჯიშის ფუტკარი ძირითადად სასათბურე მეურნეობებში გამოიყენება და 6-8 კვირაში კვდება. "ბომბუსის" მიერ ბილოგიურად დამტვერილი მცენარის მოსავლიანობა 30 %-ით იზრდება. "ბომბუსის" სანაშენე მეურნეობებია ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვყანაში. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის არსებული კანონმდებლობით, ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია სხვა ქვეყნიდან ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკარისა და ფუტკრის ამონაყარის, სპერმის, ჭიისა და კვერცხის შეოყვანა/შემოტანა. საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის უკან დაბრუნება აკრძალულია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_273.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 10:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.