უკრაინის ახალმა საგადასახადო კოდექსმა ქართულ ექსპორტს პრობლემები შეუქმნა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
უკრაინის ახალმა საგადასახადო კოდექსმა ქართული პროდუქციის ექსპორტს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ ქართულ საექსპორტო კომპანიებში აცხადებენ. ჩაის მწარმოებელი კომპანია „ქობულეთი არგოს“ დირექტორის თემურ ჯაშის თქმით, მიმდინარე წელს მათ უკრაინაში 100 ტონა ჩაის ექსპორტის შეკვეთა მიიღეს, მაგრამ შესაძლოა კომპანიას პრობლემები წარმოეშვას იმ მიზეზით, რომ ახალი კოდექსით უკრაინამ ექსპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფი გაზარდა. ამასვე აცხადებს კომპანია „სხალთა 22“-ის დამფუძნებელი ოთარ ფუტკარაძე. მისი სიტყვებით, გასულ წელს უკრაინაში ექსპორტირებულ იქნა 40 ათასი ტონა ციტრუსი, მაგრამ გასულ წელს გადასახადი 500 დოლარიდან იწყებოდა. ახალი კოდექსის მიხედვით აღნიშნული ტარიფი 650 დოლარამდე გაიზარდა. ფუტკარაძის თქმით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ქართველი ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ტარიფები დარეგულირდება. უკრაინაში პრობლემები ქართულ ხურმასაც წარმოეშვა. ამ პროდუქტის ერთი ტონისთვის უკრაინული საბაჟო სამსახურები 400 დოლარის გადახდას ითხოვენ, მაშინ, როცა ქართველი ფერმერები პროდუქტს სულ რაღაც 1000 დოლარად ყიდიან. მიმდინარე წელს უკრაინაში 5000 ტონა ხურმის ექსპორტია დაგეგმილი. რაც შეეხება ქართული ღვინოს ექსპორტს, რიგი კომპანიების განცხადებით, ტარიფების ზრდა პროდუქციის ფასზეც იქნება ასახული, მაგრამ, მათივე თქმით, ეს ღვინის ექსპორტს პრობლემებს არ შეუქმნის. კომპანია „თელიანის ღვინის მარნის“ საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ თამაზაშვილის განცხადებით, ტარიფის გაზრდა სახელმწიფოს შიდა საქმეა და ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინულ ბაზარზე ქართული ღვინო არ უნდა იყიდებოდეს. „თელიანის ღვინის მარანს“ უკრაინაში 600 ათასი ღვინის ბოთლი გააქვს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებულ იქნა დაახლოებით 84 მლნ დოლარის პროდუქცია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_272.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 10:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.