თბილისში კიბერ-უსაფრთხოების სემინარი ჩატარდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კიბერ-უსაფრთხოების სემინარი ჩატარდა. უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ გამოწვევებს ქართველ კოლეგებთან ერთად ესტონელი და ბრიტანელი ექსპერტები განიხილავდნენ. „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა საქართველო-ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. სემინარი ესტონეთის კიბერ-უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რაულ რიკმა გახსნა. ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში საინფორმაციო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე დიდი ბრიტანეთის ვიცე-პოლკოვნიკი ნაიჯელ გარისონი და სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი საუბრობდნენ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. ესტონელი ექსპერტის რაულ რიკის განცხადებით, სემინარი საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაშიც დაეხმარება. „მრგვალი მაგიდის ძირითადი მიზანია გარკვევა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებენ ამ სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები და რა სახით შეიძლება განვითარდეს მათი თანამშრომლობა მომავალში. საქართველოზე კიბერ-შეტევა 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის დროს განხორციელდა. სამხედრო ოპერაციების პარალელურად მსგავს შეტევას საქართველოზე მანამდე ადგილი არ ჰქონია. დღეს ეს რეალურ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რათა სხვადასხვა ინიციატივები შევათანხმოთ“, - განაცხადა რაულ რიკმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_268.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 09:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.