გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს | მსოფლიოს ამბები | ||
ნოემბერს გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს ომისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს "ჩვენ ასევე მოვიგონებთ მათ, ვინც დევნილებად იქცნენ იდეოლოგიური, რელიგიური ან რასისტული შეხედულებების საფუძველზე ან არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის გამო",-ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით კვირას, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე გერმანელ ტყვეთა საბურთალოს ყოფილ სასაფლაოზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ორთვინ ჰენიგი გვირგინით შეამკობს მემორიალს. ეს მემორიალი მოეწყო თბილისის მოქალაქეთა ინიციატივით და 1988 წელს - ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - საზეიმოდ გაიხსნა, როგორც შერიგების ადგილი. 1999 წელს კი მისი განახლება მოხდა გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოებზე ზრუნვის გერმანიის სახალხო კავშირის მიერ. გერმანელ სამხედრო ტყვეთა ყოფილი სასაფლაო არის შერიგებისა და მოგონების ალბათ ერთადერთი მემორიალური ადგილი თბილისში. ცერემონიაზე მოწვეულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_267.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 09:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.