საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ კახელიშვილი წარადგენს | საქართველოს ამბები | ||
საბავშვო „ევროვიზია-2010“-ის ქართველი მონაწილე, 14 წლის მარიამ კახელიშვილი დღეს მინსკში გაემგზავრა, სადაც 20 ნოემბერს სიმღერის საერთაშორისო საბავშვო კონკურსი მოეწყობა. მარიამ კახელიშვილისა და მისი თანმხლები ჯგუფის უკანასკნელი რეპეტიცია ხუთშაბათს ჩატარდა. კვირის განმავლობაში, გარდა რეპეტიციებისა, კახელიშვილი კონკურსის სხვა მონაწილეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საბავშვო ფონდ OOH UNICEF-ის ახალი ჰიმნის ჩაწერაში, რომელსაც ბავშვებთან ერთად ცნობილი ბელორუსი მომღერალი დ. კოლდუნი შეასრულებს. ბელორუსიის დედაქალაქში ფინალურ კონცერტზე „ევროვიზია-2008“-ის გამარჯვებული ქართული ანსამბლი „ბზიკები“ სტუმრის სტატუსით შეასრულებს სიმღერას, რომელმაც ორი წლის წინ ჯგუფს გამარჯვება მოუტანა. მარიამ კახელიშვილმა შიდასაარჩევო კონკურსში 11 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა სიმღერით „მარი-დარი“. საბავშვო ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს წარმომადგენელი ოფიციალურ პროგრამაში ბოლოსწინა ნომრით გამოვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_266.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2010, 09:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.