რესპუბლიკელები ბარაკ ობამას მიმართავენ | მსოფლიოს ამბები | ||
რესპუბლიკელები ბარაკ ობამას მიმართავენ და რუსეთთან ურთიერთობის გადახედვისაკენ მოუწოდებენ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა პრეზიდენტს მიმართვას უგზავნიან, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოწოდებაა დაფიქსირებული. ამის მიზეზი მოსკოვში ჟურნალისტ ოლეგ კაშინის ცემა გახდა. მოწოდების თანახმად რუსეთში კვლავ სასტიკად უსწორდებიან მათ ვინც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობისათვისთვის იბრძვიან. პარტიის მოწოდება დეპუტატმა ილენაროს ლეიტენენმა გაახმაურა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრება. მისი თქმით. გადატვირთვის პოლიტიკაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია ვიდრე რუსეთში გამუდმებით ესხმიან თავს ჟურნალისტებს. დეპუტატმა ისიც დასძინა, რომ მსგავსი ინციდენტების პრაქტიკა, ჯერ კიდევ პუტინის პრეზიდენტობის დროს დამკვიდრდა და ახლაც გრძელდება. დამნაშავეები კი დაუსჯელები რჩებიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_265.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 09:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.