მერაბიშვილი: რუსეთი იყენებს კგბ არქივებს ქართველი მოქალაქეების გადაბირებისათვის | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია ,,იმედის" ტელეჟურნალისტებს იმის თაობაზე თუ რატომაა საქართველოში რუს ჯაშუშთა ქსელი უფრო დიდი ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ,,საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში აქტიურად მუშაობდა კგბ. ეს განპირობებული იყო როგორც იმით რომ საქართველო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის ასევე იგი იყო ერთადერთი საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა, რომელიც ესაზღვრებოდა ნატოს წევრ ქვეყანას" - განმარტა მინისტრმა. შესაბამისად საქართველოში ორჯერ მეტი იყო რიცხვი შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. ,,1989 წელს, - გააგრძელა მერაბიშვილმა - არქივების უმრავლესობა გატანილი იქნა რუსეთში. ახლა ეს არქივი არის უცხო სახელმწიფოს ხელში და იგი წარმატებით იყენებს მასში არსებულ მაკომპრომეტირებელ მასალებს მასობრივი აგენტურული ქსელის შესაქმნელად", - განაცხადა მერაბიშვილმა. მან გაიხსენა, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ამინისტია იმათთვის ვინც ადრე მუშაობდა რუსს სპეცსამსახურებისათის და მათ შესთავაზეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. სანაცვლოდ კი ისინი თავისუფლდებოდნენ პასუხისგებისაგან. ,,გარკვეულწილად ამ მეთოდმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ საკმარისი რაოდენობის კარგი ინფორმაცია საქართველოში მოქმედ რუსს სოპეცსამსახურების შესახებ.", აღიარა მინისტრმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_264.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 09:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.