დღეს ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება | მსოფლიოს ამბები | ||
დღეს, 12 ნოემბერს, ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება, რომელზედაც საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება იგეგმება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში საქართველოში არსებული რეალობა ადეკვატურად იქნება ასახული. "ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამეტნო ასამბლეაზე რეზოლუციის მიღება. იმედი გვაქვს, რომ მასში იქნება ის რეალობა ასახული, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. იმედი მაქვს, რომ ხაზგასმით იქნება დოკუმენტში დაფიქსირებული საქართველოს დეოკუპაციის, ეთნიკური წმენდის შედეგებისა და უკანონო აღიარების გაუქმებასთან დაკავშირებით მოთხოვნები", - აღნიშნა გაბაშვილმა. მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_263.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 ნოემ. 2010, 09:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.