20 ივნისს ბრიუსელში ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით მორიგი დიალოგი შედგება | საქართველოს ამბები | ||
20 ივნისს, ბრიუსელში ადამიანთა უფლებებთა დაკავშირებით მორიგი დიალოგის (Human Rights Dialogue) ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხილული იქნება თბილისში, 26 მაისის აქციის ძალით დაშლის საკითხები. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დმიტროვმა ევროორგანიზაციის წევრი-ქვეყნების მისიის სახელით განაცხადა. "ევროკავშირი ისევ დიდ ინტერეს გამოხატავს საქართველოში ადამინათა უფლების დაცვასთან დაკავშირებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციიას ამ სფეროში. ევროკავშირი დიდი ინტერესით ელოდება ინფორმაციას ამ მიმართულებით სიტუაციის შემდეგ განვითარებაზე"-განაცხადა ფილიპ დმიტროვმა. დმიტროვის თქმით, "ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი - ორმხირივი პროგრესია, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას აღიარონ მიღწეული წარმატება და დასვან პრობლემატური საკითხები." "დიალოგის ფარგლებში საკითხების ფართო სპექტრი იქნება განხილული, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც 26 მაისის მოვლენებს ეხება და ის განცხადებები, რომლებიც საქართველოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას უკავშირდება, ასევე განხილული იქნება მედიასთან ურთიერთობის საკითხებიც" - აღნიშნულია დმიტროვის განცხადებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2608.html
| |||
განათავსა - consul | 16 ივნ. 2011, 18:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.