ჯანდაცვის სამინისტრო E.Coli–ის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევას აძლევს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოსჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას E.Coli–ის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. როგორც მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, ვირუსით დაავადების რისკის შესამცირებლად აუცილებელია საკვების მიღებამდე ხილისა და ბოსტნეულის ყურადღებით გარეცხვა. "ძალიან მნიშვნელოვანია ბოსტნეულის კარგად გარეცხვა და დამუშავება. ეს დაავადების რისკის შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ვირუსთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, სიფრთხილის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისათვის, ისე მედპერსონალისთვის"–განაცხადა მინისტრმა. ურუშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ E.Coli–ის ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან. კოლის ვირუსით დაავადების შედეგად ევროპაში 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2599.html
| |||
განათავსა - consul | 15 ივნ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.