საქართველო პირველად წარსდგება ტურისტულ ჩვენებაზე პრაღაში | საქართველოს ამბები | ||
საქართველო პირველად წარსდგება საერთაშორისო ტურისტულ ჩვენებაზე ,,MADI Travel Market 2010", რომელიც გაიმართება 3-4 ნოემბერს პრაღაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ჩვენებაზე საქართველოს წარადგენს ტურისტული კომპანია ,,Georgica trave"l და ,,Travel shop". პრაღაში ოთხშაბათს გაიხსნება ტურიზმის სფეროს სპეციალისტებისთვის რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურისტული ჩვენება MADI Travel Market, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობა იღებს დაახლეობით 500 კომპანია მსოფლოის 30 ქვეყნიდან. MADI Travel Market - არის ყველაზე დიდი და ცნობილი ,,business-to-business" ტიპის საერთაშორისო ტურისტული ჩვენება ჩეხეთისა და ცენტრალური ევროპის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც არიან ამ სფეროში პროფესიონალები. ჩვენებაზე წარმოდგინდება მონაწილეთა ტურისტული შემოთავაზებები. ჩვენება საშუალებას იძლევა, რომ მოძებნილი იქნას პარტნიორები ჩეხეთის ნებისმიერ რეგიონში, შედგენილი იქნას ახალი და საინტერესო ტურები მისაღებ ფასად. აგრეთვე შემუშავებული იყოს წინადადებები პრეტენზიული შემკვეთებისათვის. უკვე მეექვსეჯერ MADI-ის ჩვენებაზე გაიმართება ტურიზმის სემინარები - Buy Czech Republic - Buy Central Europe. პირველი ორი დღის განმავლობაში ჩვენებაზე დასწრების უფლება ექნება მხოლოდ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. MADI-ის ჩვენების ფარგლებში ტარდება ფართო, დამატებით პროგრამა, რომლიც მოიცავს კონფერენციებს აქტუალური ტურისტული ბიზნესის აქტუალური საკითხების შესახებ და სემინარებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_259.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.