საქართველოს ტანკებს არ მივყიდით-განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ | საქართველოს ამბები | ||
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფომაცია სქართველოსთვის თანამედროვე ტანკის ,,მერკავა-4" მიყიდვის თაობაზე. IzRus ცნობით ისრაელის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა, ევროპისა და ევრაზიის ცენტრალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პინხას ავივიმ ასეთ ჭორებს უწოდა სისულელე. ,,მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ არანაირ ტანკებს საქართველოს ჩვენ არ ვყიდით და არც მივყიდით. საერთოდ ასეთი შეთანხმების დადების ალბათობა არ არსებობს! ეს საკითხი არც კი განიხილება", - განაცხადა მან. ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ისრაელი საქართველოს მიჰყიდდა ,,მერკავა-4" ტიპის ტანკებს გავრცელებული იყო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ. ამასთან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა რომ საქართველო შედის იმ მეგობარ ქვეყანათა რიცხვში, რომლებსაც მიეყიდიებათ ეს ტანკები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაც არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებული ჭორის შესახებ - ისრალის მიერ საქართველოსთვის ,,მერკავა-4" ტიპის ტანკების მიყიდვის თაობაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_255.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 16:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.