მოლდოვეთი შეიტანს მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე | მსოფლიოს ამბები | ||
მოლდოვეთმა 2011 წელს შეიტანს მოთხოვნას ევროკავშირში შესვლის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება РБК, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ ფილატმა. მთავრობის აზრით, რესპუბლიკამ ბოლო წლებში მიაღწია საკმაო წარმატებას რეფორმების გატარებითა და ევროპული სტანდარტების დანერგვით, რათა ოფიციალურად დაწყებულიყო ევროკავშირში შესვლის პროცესი. ფილატი ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანია, რომელიც არის მოლდოვეთის მმართველი პარტიის ,,ალიანსი ევროპაში ინტეგრაციისათვის" წევრი. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრედ გამოვიდა მოლდოვეთის ყოფილი მთავრობა კომუნისტების ლიდერის ვლადიმირომ ვორონინიმის ხელმძღვანელობით. 2004 წელს ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროკავშირსა და მოლდოვეთს შორის, რომლის თანახმადაც ქვეყანას შეეძლო მიეღო ასოცირებული წევრის სტატუსი, თუმცა მოლდოვეთს იგი არ მიუღია. 2005 წელს მოლდოვეთმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის შემოიღო უვიზო რეჟიმი. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება მოლდოვეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ვიზების გაცემის წესებს გამარტივეის თაობაზე. მთვარობა ვარაუდობს რომ მოქალაქეებს 2012 წლიდან შეეძლებათ უვიზოდ ევროკავშირში შესვლა. გეგმის განსახორციელებლად ფილატეს და მის თანამოაზრეებს დასჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნება მომავალ პარლამენტის არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ნოემბრის ბოლოს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_254.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 16:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.