რუსეთი - უუფლებო ადამიანთა ქვეყანა | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთში მილიციამ ჩაატარა ჩხრეკა არ შემდგარი ფილმის ერთ-ერთი ორგანიზატორის სახლში, ეს ფილმი გადაღებული იყო ,,Новой газеты" ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვის მკვლელობის შესახებ. ნივოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიხაილ პისკუნოვის თქმით, მას ჩამოართვეს კომპიუტერი და დაკითხეს ფილმის ჩვენების ორგანიზებასთან დაკავშირებით. სამშაბათ საღამოს რამდენიმე ათეული ადამიანი თავს დაესხა ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში ფილმის ჩვენებაზე მისულ სტუდენტებს. ერთ-ერთ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო ტრავმატული იარაღით. მან ცეცხლი გაუხსნა სტუდენტებს და შედეგად დაშავდა შემთხვევითი გამვლელი. შეგახსენებთ რომ ანასტასია ბაბუროვა მოკლული იქნა გასულ წელს, ზამთარში, მოსკოვის ცენტრში. მასთან ერთად ცეცლსასროლი იარაღით მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_252.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 15:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.