ლონდონელებმა მსოფლიოში პირველი 4D-რეკლამა ნახეს | მსოფლიოს ამბები | ||
ლონდონში ნაჩვენები იქნა მსოფლიოში პირველი ოთხგანზომილებიანი რეკლამა. ნებისმიერ ლონდონელს შეეძლო შენობაზე პროეცირებული ჰოლოგრამის ნახვა და მისი სურნელის შეგრძნებაც კი. როგორც „Вести.Ru“ აცხადებს, 4D-რეკლამა ოთხშაბათს, 10 ნოემბერს საღამოს ბრიტანული დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სავაჭრო გზაზე - ბონ-სტრიტზე აჩვენეს. ასეთი რეკლამის ინიციატორად ძვირადღირებული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Ralph Lauren გამოვიდა. რეკლამა ათი წუთი გრძელდებოდა. პოლოს ცნობილი მოთამაშე, რომელიც მარკის საფირმო ნიშნად იქცა, „გადმოხტა“ მაყურებლებზე, ხოლო მის მიერ ნასროლმა ბურთმა ჰოლოგრაფიული სურათი დაამსხვრია. მაყურებლებზე მიმართული ნამსხვრევები იმდენად რეალურად აღიქმებოდა, რომ გამვლელები დაიხარნენ. როდესაც სამგანზომილებიან პოდიუმზე მოდელები გამოდიოდნენ, რომლებიც ტანსაცმლის დემონსტრაციას ახდენდნენ, ჰაერში სუნამოს სურნელი ჩნდებოდა, რაც სარეკლამო რგოლის შემქმნელთა ჩანაფიქრით მეოთხე განზომილება გახდა. ლონდონში მსოფლიო პრემიერის შემდეგ 4D-რეკლამა ნიუ-იორკში მაღაზია Ralph Lauren-ის შენობაზე აჩვენეს. რეკლამის შემქმნელები არ ამხელენ თანხას, რომელიც ოთხგანზომილებიანი რეკლამის შექმნაზე დაიხარჯა. ამჟამად რგოლის ნახვა ნებისმიერ პიროვნებას კომპანიის ინტერნეტ-საიტზე შეუძლია. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_251.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ნოემ. 2010, 14:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.