ფსს-ის ყოფილი უფროსი აშშ-ს დოლარის კურსის შემცირებაში ადანაშაულებს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
11 ნოემბერს გრინსპენის სიტყვები გაზეთ Financial Times-ში გამოქვეყნდა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებებმა უკვე გააკრიტიკეს აშშ-ის სავალუტო პოლიტიკა და ფსს-ის გეგმები, რომლებიც 600 მლრდ დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას ეხება. ეკონომისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკული ობლიგაციების შესყიდვა მსოფლიო ვალუტების ამაღლებას გამოიწვევს. ფსს-ის გადაწყვეტილების ნეგატიური ზეგავლენა უკვე აღნიშნეს ინდონეზიის ცენტრალურ ბანკმა და სამხრეთ-აფრიკული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა პრავინ გორჰანმა. ამასთან, აშშ-ის სავალუტო პოლიტიკაზე ფორმალურად ამერიკის ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომელსაც სათავეში ტიმოტი გაიტნერი უდგას. გაიტნერი არაერთხელ გამოსულა ძლიერი დოლარის მხარდასაჭერად, მაგრამ არასდროს დაუსახელებია მისი რეალური ფასი. ფსს-ის ამჟამინდელი უფროსის ბენ ბერნანკის სიტყვებით, მას ესმის ეროვნული ვალუტის ღირებულება და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მოქმედებებს მსოფლიო ფინანსური სისტემისათვის საშიშად არ მიიჩნევს.
წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_249.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ნოემ. 2010, 14:45 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 2 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.