ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ინიციატივით გამოდის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან კლიენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში დეტალურად ჩაწერონ ყველა პირობა, რომელიც კრედიტის მიღებასა და მის დაფარვას უკავშირდება. როგორც ბანკის პრეზიდენტმა გიოგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სიახლე მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ არის მიმართული, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი სიტყვებით, რამდენიმე ხნის წინათ ამ მიზნით ბანკმა „ცხელი ხაზი“ აამოქმედა. მეორე ეტაპზე ცვლილებები „კრედიტინფოს“ და ე.წ. შავ სიას შეეხო. „ახლა კი ჩვენ უფრო მნიშვნელოვან ეტაპს ვუახლოვდებით და სულ მალე ახალ ნორმატიულ აქტს წარვადგენთ, რომელიც კომერციულ ბანკებს დაავალდებულებს, ვრცლად ჩაწერონ კრედიტის მიღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. საუბარია კონვერტაციაზე, განაღდების საკომისიოებზე, საკომისიო დაზღვევის ხარჯებზე სესხის წინასწარი დაფარვის შემთხვევაში და ა. შ. ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კიდევ მრავალ ნაბიჯს გადავდგამთ“, - აღნიშნა გიოგი ქადაგიძემ. მისი განცხადებით, კომერციულ ბანკებსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკანასკნელისათვის მაქსიმალურად გასაგებ ენაზე იქნება შედგენილი. როგორც გიორგი ქადაგიძემ თქვა, შესაბამის ნორმატიულ აქტს საბანკო სექტორსა და დაინტერესებულ საზოგადოებრიობას წლის ბოლომდე წარუდგენენ. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სიახლე ძალაში შევა წლის ბოლომდე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_247.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ნოემ. 2010, 13:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.