საქართველო აზიიდან ელის ნევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს მთავრობა ინდოეთსა და ჩინეთში ვიზიტის შედეგად ელის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციების შემოდინებას. ,,აზიის ვიზიტის დასრულების შემდეგ 2-3 თვეში ჩვენ ვვარაუდობთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში", - მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა. მან აღნიშნა რომ ინდოეთსა და ჩინეთს საქართველოს მიმართ აქვს დიდი, ორმაგი ინტერესი. ,,პირველი - მათ აინტერესებთ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, რადგან ინდოეთსა და ჩინეთს აქვთ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან და თურქეთთან. მათ შეეძლებათ მაქსიმალურად გამოიყენონ პორტები, აეროპორტები და რკინიგზა; მეორე - საქართველო შეიძლება იქცეს პლათფორმად, სადაც გაიხსნება ახალი საწარმოები და წარმოებული პროდუქცია გაიტანება ექსპორტზე სხვა ქვეყნებში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_246.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 13:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.