ლათინური ამერიკის ქვეყნები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ღიარებენ | მსოფლიოს ამბები | ||
ლათინური ამერიკის ქვეყნები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხს მხარს უჭერენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გაეროში ლათინური ამერიკის ქვეყნების მუდმივმოქმედ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "შეხვედრაზე გამორჩეული მნიშვნლობის თემა და საკითხი ქართულ-რუსული უერთიერთობები, ოკუპაცია და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარება იყო. როგორც იცით, ლათინური ამერიკა გახლავთ ის რეგიონი, სადაც რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს, რომ გამოძებნოს მოკავშირეები ცალმხრივი და უკანონო აღიარების საქმეში. ჩვენ ელჩებისგან მივიღეთ დადსტურება, რომ არ აპირებენ საქართველოს რეგიონების აღირებას", - აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე თქმით, ლათინო ამერიკული ქვეყნების ელჩებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შეფასებაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს უკანონო პროცესია. "ძალიან კრგია, რომ მათ მხრიდან ასეთი პოზიცია დაფიქსირდა და იმედი მაქვს, რომ ამას ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოებიც გაიზიარებენ", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, ბაქრაძის თქმით, საუბარი შეეხო სხვა თემებსაც, კერძოდ კი ელჩები საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, კორუფციასთან ბრძოლის თავლსაზრისით ქართული გამოცდილებით, ეკონომიკური, პოლიტიკური რეფორმებით, გასაკუთრებით კი საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_245.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 13:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.