ფილიპ გორდონმა საქართველოზე BBC-ს ეთერში ისაუბრა | საქართველოს ამბები | ||
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილ გორდონმა საქართველოს შესახებ BBC-ს გადაცემა `ჰარდთოქში` ისაუბრა. თოქ შოუს წამყვანმა მას შეკითხვები რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ დაუსვა. ფილიპ გორდონის განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საქართველოს საკითხზე პოზიციები კვლავ განსახვავებული რჩება და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამის შესახებ ყოველთვის ღიად მიუთითებს რუსეთს. `ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან ჯარის გაყვანას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას,` განაცხადა ფილ გორდონმა ბიბისის სტუდიაში. წყარო - rustavi2.com
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_244.html
| |||
განათავსა - teo- | 11 ნოემ. 2010, 13:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.