2011 წელს მთავრობა 240 მლნ ლარს ტურისტულ სფეროს მოახმარს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მომავალ წელს საქართველოს ხელისუფლება 240 მილიონის დახარჯვას ტურისტულ სფეროზე აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრი აცხადებს, „ტურისტული მიმართულება ის სფეროა, რომლიდანაც მიღებული მოგება თითოეული ოჯახისათვის შემოსავალს წარმოადგენს, ამიტომ მომავალ წელს ხელისუფლებათა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ტურიზმია დასახელებული“. მისივე თქმით, გამოყოფილი 240 მილიონის დახარჯვას მთავრობა სამი მიმართლებით გეგმავს. კერძოდ, ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 130 მლნ ლარია გათვალისწინებული, მესტიის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე გზების ჩათვლით - 76.5 მლნ ლარი, ხოლო 33.5 მლნ ლარი ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_241.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ნოემ. 2010, 12:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.