UPDATED: დაღესტანში მოკლულია სამი მილიციელი | მსოფლიოს ამბები | ||
სულ მცირე სამი მილიციელი დაიღუპა მახაჩკალაში მილიციის დანაყოფებზე განხორციელებული თავდასხმათა სერიის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 13:00 საათზე ხუთმა უცნობმა პირმა მილიციის შვებულებაში მყოფი თანამშრომლის კუთვნილი "პრიორას" მარკის ავტომობილი გაიტაცეს და მილიციელებზე თავდასხმათა სერია განახორციელეს. "სწორედ ამ ავტომობილით მოხდა თავდასხმა მილიციის დანაყოფებზე. სოვეტსკაია, აკუშინსკისა და გაჯიევის ქუჩებზე დაჭრილია და მოკლულია მილიციის რამდენიმე თანამშრომელი. ჯერ ჯერობით დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მოკლული მილიციელების რაოდენობა სამია", _ იუწყება რუსული მედია. ქალაქში ამოქმედებულია გეგმა "პერეხვატი" და "ვულკან 3". UPDATED: თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მილიციელების რიცხვმა შვიდს მიაღწია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_240.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 12:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.