სამხრეთ კორეა საქართველოში საელჩოს გახსნას აპირებს | საქართველოს ამბები | ||
სამხრეთ კორეამ შესაძლოა საქართველოში საელჩო გახსნას. აღნიშნული სურვილი გამოთქმული იქნა დღეს, კორეის ეროვნული ასამბლიის დელეგაციისა და საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის საქართველო–კორეის მეგობრობის შეხვედრისას. როგორც კორეის ასამბლიის, საქართველო–კორეის მეგობრობის ხელმძღვანელმა ინ–ჯი რიმ განაცხადა, საელჩოს გახსნა, ქვეყნების ურთოერთობას უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანს და თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდება. მისი თქმით, კორეას შეუძლია საქართველოს შეთავაზოს მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში დახმარება და თავისი გამოცდილების გაზიარება. თანამშრომლობის სურვილი გამოთქმული იქნა ტურიზმის სფეროშიც. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც გაიზრდება. კორეის დელეგაციის ვიზიტი გუშინ დაიწყო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2391.html
| |||
განათავსა - consul | 19 მაისი 2011, 16:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.