aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     დღეს თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა, _ ამის შესახებ “მედიანიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.



     წყაროს ცნობით, ინსპექცია სკოლის დოკუმენტაციის და დირექტორის მაია გიორგაძის საქმიანობის დეტალურად  შესწავლას აპირებენ. 


    განათლების სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. როგორც “მედიანიუსთან” საუბრისას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ განაცხადა, ამ საკითხზე  კომენტარს არ აკეთებენ. 


     149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე გუშინ გათავისუფლებული რვა სკოლის დირექტორთაგან ერთ-ერთია.
გიორგაძემ და მე-2 სკოლის დირექტორმა ლია სოლოღაშვილმა  სამინისტროს გენრალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ანდრიაძის მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერეს. 


     დირექტორების თქმით, ანდრიაძემ მათ განუცხადა, რომ  მათი სკოლების მეთორმეტეკლასელების პარლამენტთან აქციაზე ყოფნის გამო, გათავისუფლებულები იყვნენ და გადადგომის შესახებ განცხადებისთვის ხელი უნდა მოეწერათ. 


     შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დირექტორების გათავისუფლების პროცესში სამინისტროს ჩარევა უარყო და განაცხადა, რომ რვავე დირექტორმა გადადგომის შესახებ მოთხოვნით სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა და განცხადებაც საბჭომ დაუკმაყოფილა, შესაბამისად, სამინისტროს ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონია. 


    თბილისის რამდენიმე საჯაროს სკოლის მეთორმეტე კლასელები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ.
წყარო - medianews.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_239.html
განათავსა - Legatuss | 11 ნოემ. 2010, 12:15 | ახალი ამბები »
 

"თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian