თბილისში ვლადე დივაცი ჩამოვა | საქართველოს ამბები | ||
12 ნოემბერს თბილისში ცნობილი სერბი კალათბურთელი, მრავალი ტიტულის მფლობელი ცენტრალური თავდამსხმელი ვლადე დივაცი ჩამოვა. ვლადე დივაცი ამჟამად სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და საქართველოს დედაქალაქს სპორტული ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ თბილისი ჩეხურ ქალაქ ბრნოსთან ერთად ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატია დივაცი კი იმ კომისიაში შედის, რომელმაც გამარჯვებული ქალაქი უნდა გამოავლინოს. დივაცი სხვადასხვა სპორტულ კომპლექსს დაათვალიერებს და, ცხადია სპორტის სასახლეშიც მივა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელებს საჩვენებელ ვარჯიშებს ჩაუტარებს. პარასკევს, 18 საათიდან სასახლის კარები ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დივაცის ვარჯიშებისთვის თვალის დევნება. სერბის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება. წყარო - sport.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_238.html
| |||
განათავსა - teo- | 11 ნოემ. 2010, 12:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.