გოგა ხაჩიძემ აბაშის რაიონში დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა | საქართველოს ამბები | ||
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე აბაშის რაიონს ეწვია, სადაც კეთილარის თემში მდინარე რიონზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა ელექტრო-სადგურს, მაღალი ძაბვის ანძას და ადგილობრივ მოსახლეობას. მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე აღდგენილია 90 მეტრი სიგრძის ეროზიის საწინააღმდეგო ქვანაყარი ბერმა და 130 მეტრი სიგრძის დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბა. „ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება ზუსტად შეგვერჩია ის ადგილები, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა და ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა სოფელი კეთილარი. რამოდენიმე დღის წინ წყალი იყო ამოსული ძალიან მაღალ ნიშნულზე. ახლა ჩანს, რომ გამაგრებითმა სამუშაოებმა პრაქტიკულად იმუშავა და შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა მოსახლეობა და მთელი სოფელი" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. ნაპირსამაგრ სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 200 000 ლარი დაიხარჯა. წყარო - moe.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_237.html
| |||
განათავსა - teo- | 11 ნოემ. 2010, 12:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.