გრიგოლ ვაშაძემ ესტონეთში შეხვედრები გამართა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, პრემიერ ანდრუს ანსიპთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან. შეხვედრებზე მხარებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი სხვადასხვა სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო. მხარეებმა ლისაბონსა და ასტანაში დაგეგმილ ნატოს და ეუთოს სამიტების პრიორიტეტულ საკითხებზეც ისაუბრეს. "ლაპარაკი შეეხო ჩვენს გაწევრიანებას ნატოში, ევროკავშირთან ურთიერთქმედებას და იმ მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომელიც ახლა გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებაზე და მომავალში ძალიან მალე დაიწყება მოლაპარაკებები გაღრმავებულ სავაჭრო რეჟიმზე. ვილაპარაკეთ ეუთოსა და გაეროში საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ მოქმედებებზე,"- განაცხადა შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ. წყარო - rustavi2.com
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_234.html
| |||
განათავსა - teo- | 11 ნოემ. 2010, 09:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.