მესტიის აეროპორტი დეკემბრიდან პირველ თვითმფრინავს მიიღებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მესტიის აეროპორტი ექსპლუატაციაში შევა ამა წლის დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ამის შესახებ განაცხადა გუბერნატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზიამ. მისი თქმით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მშენებლობა არის ბოლო ეტაპი და მისი დასრულება დაგეგმილია ნოემბრის ბოლოს. "ასაფრენი ბილიკის მშენებლობა დასრულდება ბოემბრის ბოლოს. და რაც შეეხება აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას, შენობის მეორე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია და დეკემბრის დასაწყისში უკვე მზად იქნება პირველი თვითმფრინავის მისაღებად", - განაცხადა გოროზიამ. მისი განცხადებით, ძირითადად შესრულდება შიდა მარშუტები, ტურისტული ფრენები. მაგრამ რელიეფის ტიპოლოგიის საფუძველი საშუალებას არ იძლევა, აეროპორტმა მიიღოს დიდი ზომის თვითმფრინავები. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად აწარმოებენ მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან და მათი შედეგები გამოცხადდება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება აეროპორტის მშენებლობის თანხას, დამთავრების მთლიანი ინვესტიციას 50 მილიონ ლარს შეადგენს. "მე არ შემიძლია დავასახელო ზუსტი ღირებულება პროექტის რეალიზაციისათვის, მაგრამ სათხილამურო კურორტის, ასაფრენი ბილიკისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ფული უკვე გამოყოფილია სხვადასხვა სამინისტროებიდან. მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პროექტს მოხმარდება 50 მილიონი ლარი", -განაცხადა გოროზიამ. გავიხსენოთ, რომ ეს ადგილი არის მაღალმთიან რეგიონში, სადაც დაგეგმილია სათხილამურო კურორტის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_228.html
| |||
განათავსა - Dimitri_Khuluzauri | 11 ნოემ. 2010, 08:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.