Updated: ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 190-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა | მსოფლიოს ამბები | ||
ინდონეზიურ კუნძულ იავაზე ვულკან „მერაპის“ ამოფრქვევას 190-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ასეთი განცხადება სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციის მმართველობის წარმომადგენელმა მუჰამად ანშორიმ გააკეთა. მანამდე 151 დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ. ინდონეზიის სტიქიურ უბედურებათა შედეგების დაძლევის მმართველობის შეფასებებით 598-მა ადამიანმა სერიოზული ტრავმა მიიღო. ანშორიმ აღნიშნა, რომ მანამდე გაჟღერებული მონაცემები არ ითვალისწინებდა ადამიანებს, რომლებიც გულისა და ფილტვების დაავადებათა გამწვავების შედეგად გარდაიცვალა, რაც ფერფლის ამოგდებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ BBC News-მა განაცხადა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვულკანური ფერფლი ყველა მიმართულებით 50 კმ-ის მანძილზე გავრცელდა. ვულკანის კრატერიდან ამოფრქვევები გრძელდება. ვულკანიდან 20 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია რისკის ზონად გამოცხადდა. ევაკუირებულია დაახლოებით 344 ათასი ადამიანი. „მერაპი“ ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი გახლავთ. გარდა ამისა, იგი ქვეყანაში ყველაზე საშიში ვულკანია. ასე, 1994 წელს პიროკლასტიურმა ღრუბლებმა თითქმის 70 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო თანამედროვე პერიოდის ყველაზე ძლიერმა ამოფრქვევამ, რომელიც 1930 წელს მოხდა, 1.4 ათასი ადამიანი იმსვერპლა. „მერაპიმ“ აქტიური ამოფრქვევა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. მისი შემდგომი მოქმედებების პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_226.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 22:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.