მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცევიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საერთაშორისო ფინანსური მარეგულირებელი ორგანოები თვალყურს მიადევნებენ მსოფლიოს დაახლოებით 20 წამყვანი ბანკის მუშაობას. ფინანსისტებმა უკვე შეადგინეს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების სია, რომელთა გაბანკროტებასაც შესაძლოა მთელი მსოფლიო ეკონომიკის შერყევა მოჰყვეს. ნავარაუდევია, რომ მალე ბანკების მეორე ჩამონათვალიც გაჩნდება. როგორც გაზეთ The Financial Times-ში წერია, მეორე ჩამონათვალში შევა სისტემის წარმომქმნელი ბანკები, რომლებიც არ რისკავენ თავიანთი გაბანკროტებით მსოფლიო ფინანსური სისტემის დესტაბილიზებით. ამ ბანკებს გააკონტროლებენ არა საერთაშორისო, არამედ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები. უფრო ვრცლად ბანკების კონტროლს სეულში მომავალ სამიტზე „დიდი ოცეულის“ წარმომადგენლები განიხილავენ. სამიტის ორგანიზატორებთან ახლო წყაროს აზრით, მეორე ჩამონათვალში შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგალითად, ჩინეთისა და იაპონიის ბანკები, რომლებსაც საზღვარგარეთ აქტივთა მცირე რიცხვი აქვთ. ძირითად სიაში საბანკო სექტორის ისეთი გიგანტები მოხვდნენ, როგორებიცაა ამერიკული Bank of America Merrill Lynch, Citigroup, Goldman Sachs, JPMorgan Chase, Morgan Stanley, ბრიტანული Barclays და HSBC, ფრანგული BNP Paribas და Societe Generale, შვეიცარული Credit Suisse და UBS, და სხვები. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_222.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 21:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.