ევროკავშირის ბიუჯეტში 92% უკანონო ხარჯები აღმოაჩინეს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
როგორც საანგარიშო პალატის მოხსენებაშია აღნიშნული, ერთი და იგივე ქონება ერთდროულად ორ ფერმერთან აღირიცხება, ხოლო მიწის ნაკვეთები, რომლებიც განცხადებულია როგორც საძოვრები, სინამდვილეში აუთვისებელ ტყის მასივებს წარმოადგენს. იმის მაგივრად, რომ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოიყვანონ, ისინი თავიანთ მინდვრებზე გოლფ-კლუბებს ათავსებენ, ან სულაც საცხოვრებელი ადგილების აშენების მიზნით ყიდიან ნაკვეთებს. როგორც 10 ნოემბერს გაზეთ The Daily Telegraph-ში განაცხადეს, ამგვარი დარღვევები კერძოდ გამოვლენილ იქნა დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთში. სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მიდის. ამასთან, ევროკომისია ევროკავშირის ბიუჯეტის 6%-ით გაზრდას მოითხოვს, რაც ევროპელ პარლამენტარებს აკვირვებს. „მათ მეტი ფული სჭირდებათ იმისათვის, რომ ჰაერზე გაუშვან იგი?“ - ამბობს საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის წევრი მარტა ანდრეასენი. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_220.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 21:10 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.