საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო ამ წელში ელოდება ეკონომიკის ექვსპროცენტიან ზრდას. ამის შესახებ, ტელეკომპანია Bloomberg -ის პირდაპირ ეთერში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ჩართვა მოხდა მაროკოდან სადაც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელზეც წარმოდგენილია 1000-ზე მეტი ბიზნესმენი მსოფლიოს 62 ქვეყნიდან. პრეზიდენტი მაროკოში ჩავიდა მონტრედან სადაც მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის სამიტში. "უკვე მომავალ წელში ეკონომიკის ზრდა შეადგენს რვა პროცენტს, და ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები" - განაცხადა მან, იქვე აღნიშნა, რომ უკვე ორი წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდა კვლავ გახდება ორნიშნა ციფრი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეკონომიკის ზრდა განპირობებული იქნება გარე ინვესტიციებით, რომლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორ კვარტალში. ეს კარგი ტენდენციაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას" -განაცხადა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_22.html
| |||
განათავსა - admin | 29 ოქტ. 2010, 11:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.