კონკურენციის გამო Google-მა თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() თანამშრომლებს მეტს გადაუხდიან, რათა ისინი არ წავიდნენ კომპანიიდან. Google-ის ყველაზე ძლიერ კონკურენტად Facebook-ია მიჩნეული. როგორც გამოცემა The Wall Street Journal იტყობინება, Facebook-ის ყველა თანამშრომელთა მეათედი ნაწილი ადრე Google-ში მუშაობდა. ინტერნეტ-კორპორაციის სპეციალისტთა გადმობირებას სილიკონის ველის სხვა კომპანიებიც ახორციელებენ. საერთო ჯამში Google-ში 23 ათასი ადამიანი მუშაობს. კომპანია Universum-ის რეიტინგის მონაცემებით Google მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი დამქირავებელია. ინტერნეტ-კორპორაციაში მუშაობაზე ოცნებობენ მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების გამოსაშვები ახალგაზრდები ტექნიკური განათლებით. Google-ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა ხელფასის სამომავლო გაზრდაზე ყველა თავის თანამშრომელს წინასწარ შეატყობინა ელექტრონული წერილის საშუალებით. „ჩვენ კვლავაც გვსურს Google-ში კარგი ადამიანების მოზიდვა“, - შმიდტის სწორედ ეს სიტვყებია მოცემული წერილში. შობის წინადღეს კორპორაციის თანამშრომლები ნაღდი ფულის სახით ბონუსად 1000 დოლარს მიიღებენ. 10 ნოემბერს საძიებო სისტემამ პრეზენტაცია გაუკეთა ახალ სერვისს - გვერდების წინასწარ ნახვას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვებ-საიტების გამოსახულებები ძიების შედეგებში ნახოს. Google-ის წარმომადგენელთა აზრით, ახალი სისტემა მომხმარებლებს აუცილებელი ინფორმაციის უფრო სწრაფად მოძიებაში დაეხმარება. წყარო - http://news.km.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_218.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 18:41 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.