საქართველო სამხედრო შეთანხმებების გაფორმებას უკვე სამთავრობო დონეზე შეძლებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველო სხვა ქვეყნებთან სამხედრო შეთანხმებების გაფორმებას როგორც სახელმწიფო, ისე სამთავრობო დონეზე შეძლებს. ამას ითვალისწინებს საერთაშორისო შეთანხმებებზე კანონში შესწორებები, რომლებიც დღეს საგარეო კავშირების კომიტეტმა განიხილა. დეპუტატებს კანონპროექტი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა. მისი სიტყვებით, ის ფაქტი, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველო სამხედრო შეთანხმებების გაფორმება მხოლოდ სახელმწიფო დონეზე შეუძლია, ხშირად წარმოშობდა მოუხერხებლობას, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყანა მსგავს შეთანხმებებს მხოლოდ სამთავრობო ან საუწყებო დონეზე აფორმებდა. გორდულაძემ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული შესწორებები ამ მდგომარეობას გამოასწორებს. საგარეო კავშირების კომიტეტმა კანონპროექტს პირველი კითხვისას დაუჭირა მხარი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_212.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 17:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.